ზარნაძეების საგვარეულო კავშირი  

† ზარნაძეთა გვარის დალოცვა პატრიარქის მიერ შედგა 2011 წლის 2 ოქტომბერს სამების ტაძარში †




2017.04.08

მოგესალმებით დიდი სიყვარულით!
ყოველწლიურად, აღდგომის მესამე კვირადღეს, ალისუბანში არის ალავერდობის დღესასწაული. არის აზრი (ის გამოითქვა დავით და ირინე ზარნაძეების მიერ), რომ ამ დღეს მოეწყოს ადგილობრივი-ალისუბნელი და სხვაგან მცხოვრები ზარნაძეების შეხვედრა. მე ასე მესახება ღონისძიებები, რომელის ჩატარება იქნება შესაძლებელი:
თუ შევძლებთ წმინდა გიორგის საგვარეულო ხატს გადავაბრძანებთ ალისუბნის ახლად აღდგენილ წმინდა გიორგის ეკლესიაში. სავარაუდოდ, შეხვედრა უნდა შედგეს კვირას, 7 მაისს, 14 საათზე. 6 მაისს, სოფელ გოგნში, ალისუბნის მახლობლად, არის გიორგობის დიდი დღესასწაული.
ვაჩვენებთ ფილმის იმ ვერსიას, რომელიც გვაქვს, დავამატებთ იქ გადაღებულ ნაწილს და გავითვალისწინებთ მათ აზრებს ფილმის დასრულებამდე.
დავგეგმავთ ადგილობრივ სახლებში სტუმრობას და მენიუს, რომლისთვისაც მონაწილეებს მოუწევთ გარკვეული თანხის გადახდა.
ჩავატარებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან საექიმო კონსულტაციებს ექიმი ზარნაძეების ინიციატივით.
ალბათ, სხვა მოსაზრებებიც დაემატება.

პატივისცემით, დავით ზარნაძე
ზარნაძეების საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე. მობ.: 599 543 812

ზარნაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობა




2013.12.28

ზარნაძეების საგვარეულო წმინდა გიორგის ხატი ამჟამად გამოტანილია გამოფენაზე აღმაშენებლის 64-ში სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის შენობაში I სართულზე ხატმწერ გიორგი ეგნატაშვილის კოლექციაში.
გამოფენა სავარაუდოდ 7 იანვრამდე გაგრძელდება.

ზარნაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობა




2013.12.28

ზარნაძეების საგვარეულო წმინდა გიორგის ხატი, რომელც შეძენილია დავით და ირინე ზარნაძეების მიერ, მოგზაურობს ზარნაძეების ოჯახებში (თითოეულ ოჯახში ხატი იქნება 2 კვირა).
ხატის ოჯახში მიბრძანების მსურველები თხოვთ, ჩაეწერონ: მობილური 599 932354 დავით ზარნაძე.

ზარნაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობა




2013.11.14

2013 წლის 24 ნოემბერს, კვირას, 14:00 საათზე შედგება ზარნაძეთა საგვარეულოს კრება

დღის წესრიგი:

1. წმინდა გიორგის იმ ხატის კურთხევა, რომელმაც უნდა იმოგზაუროს ზარნაძეების ოჯახებში. ხატი შეძენილია დავით და ირინა ზარნაძეების მიერ;
2. ზარნაძეების შესახებ ფილმის ჩვენება (ფილმი ჯერ დასრულებული არ არის) და დასრულებისათვის აზრების გაზიარება;
3. სამების ტაძარში დაბრძანებული ზარნაძეების საგვარეულო ხატისათვის კიოტის (სადგამის) გამზადების შესახებ ინფორმაცია;
4. გვარის ისტორიის წიგნის გამოცემის მდგომარეობის შესახებ;
5. ზარნაძეების საგვარეულოს რეგიონალური წარმომადგენლების არჩევა (თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, ზესტაფონში, ტყიბულში, თერჯოლაში, ალისუბანში, ეწერში, ჩხარში, . . . );
6. დასასრულ გაიმართება ხატის დალოცვა.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ მასალები, რომლებსაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ ფილმზე და წიგნზე დასამატებლად.
ხატის კურთხევის და დალოცვის ადგილისა და პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 295 45 65, 599 543 812 (ბანი), 568 890 812 (ბილაინი), ან მობრძანდეთ მისამართზე – აღმაშენებლის 44.

ზარნაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობა




ზარნაძეების საგვარეულო ჰიმნი

(მუსიკა: ვოვა მაჩიტაძე, ტექსტი: ბეჟან ზარნაძე)
ასრულებს ბეჟან ზარნაძე
DOWNLOAD




ზარნაძეების საგვარეულო გერბი

(***)




2011.11.02

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება.
ქადაგების შემდეგ პატრიარქმა დალოცა შემდეგი გვარები: ზარნაძეები, ადუაშვილები, ალადაშვილები, კენკებაშვილები, ნუცუბიძეები, ბედელაძეები.
2011 წლის 2 ოქტომბერი.
თბილისი. საქართველო.




2011.11.01

ზარნაძეების საგვარეულო ხატის მიბრძანება სამების საკათედრო ტაძარში.
2011 წლის 1 ოქტომბერი.
თბილისი. საქართველო.




2011.01.15

ზარნაძეების საგვარეულო კავშირის კრება.
სამების საკათედრო ტაძრის დარბაზი.
2011 წლის 15 იანვარი.
თბილისი. საქართველო.




   
union@zarnadze.com         © 2011 zarnadze.com

ZARNADZE FAMILY UNION

OFFICIAL WEB PAGE