|
ENG
|
GEO
|
RUS
|
მთავარი გვერდი
სიახლენი
ქველმოქმედება
ღონისძიებები
გვარის ისტორია
დედა ეკლესია
ალისუბანი
წესდება
სათათბირო
წევრები
საბანკო რეკვიზიტები
კონტაქტი
FACEBOOK
LINKS
#
#
#
FRIENDS
#
#
#
დედა ეკლესია
ალისუბნის (სოფ. ზედა ალისუბანი) თერჯოლის რაიონი. წმიდა გიორგის ეკლესია აგებულია 1882 წელს. ეკლესია ერთნავიანია. დარბაზული ტიპის. ის შემკულია შვერილი აბსიდებით. კედლები გარედან თლილი ქვის პერანგითაა შემოსილი. ქვის თლა და წყობა დიდი ოსტატობითაა შესრულებული. ეკლესია უყურადღებობის გამო გასული საუკუნის 70-80 –იან წლებში ძლიერ დაზიანდა, მიუხედავად ამისა, ამჟამად ყოველდღიურად ტარდება ლოცვები. ეკლესიის აღდგენა და ხალხის სულიერების სამსახურში ჩაყენება საშვილიშვილო, ეროვნული საქმეა. ის დათვალიერებული აქვს საქართველოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 1991 წლის მაისში, რის შემდეგაც შედგა აღდგენის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. ძეგლის დღევანდელი მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება მაშინდელისაგან. მოგმართავთ ქართული კულტურით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს. გაიღეთ თქვენი წვლილი ეკლესიის აღდგენის საქმეში. თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ანგარიშზე: ბანკი რესპუბლიკა, კოდი 220 101 757, ა/ა10551427766 (ლარებში), 10551427766 (ვალუტაზე), აიპ ალავერდი+.
სურათები
union@zarnadze.com
© 2011
zarnadze.com
ZARNADZE FAMILY UNION
OFFICIAL WEB PAGE